კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის 10 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 10 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევებმა ლაგოდეხის, თელავის, საგარეჯოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში (ტყის ფონდში) უკანონოდ მოჭრეს რცხილის, მუხის და წიფლის სახეობების ხეები.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები