დავით ბაქრაძე საბერძნეთში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში, ათენში გაემგზავრა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ათენში 10-11 ნოემბერს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ნიკოლაოს ვუცისთან.
შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. კერძოდ, საუბარი შეეხება საბერძნეთის მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების რატიფიკაციის საკითხს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს რეფორმებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები