შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, ბრიფინგი 14:00 საათისთვის არის დანიშნული.
სავარაუდოდ ბრიფინგი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს უკავშირდება.
ცნობისთვის, ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა გოჩა კასრაძემ თანამდებობა დატოვა.
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი, ვიდრე გამოძიების დასრულებამდე არ დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება.
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით გამოძიებაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები