ირაკლი ღარიბაშვილი „ჰენკელის” ქარხნის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 15.00 საათზე, გარდაბანში, „ჰენკელის” ქარხნის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება.
ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ჰენკელი“ საქართველოთი 2013 წლის ბოლოს დაინტერესდა. კომპანია დაფუძნდა გერმანიაში.
მსოფლიო მასშტაბით, „ჰენკელი“ ასაქმებს 49 000 ადამიანს და მისმა შემოსავალმა 2014 წელს 19.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
„ჰენკელმა“ 2013-2014 წლების მანძილზე შეისწავლა საქართველოს საინვესტიციო გარემო, დაათვალიერა სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა მიწა და, საბოლოოდ, 2014 წლის ზაფხულში გადაწყვიტა წებო-ცემენტის საწარმოს აშენება გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
საწარმოში დასაქმდება 35 ადამიანი და განხორციელდება 8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.
ადგილმდებარეობა: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისი-რუსთავის შემოვლითი გზა 36-ე კილომეტრი, „ჰენკელის” მშენებარე ქარხნის ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები