ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს ჩვენი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში
ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორობას ევროპის კავშირთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას ატარებენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” იმართება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პარტნიორობა ემყარება საერთო ღირებულებებს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის არსებით ინსტრუმენტებს.
“ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორობას ევროპის კავშირთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას ატარებენ. ეს პარტნიორობა ემყარება საერთო ღირებულებებს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის არსებით ინსტრუმენტებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში. მიგვაჩნია, რომ დიდ ევროპულ ოჯახთან თანამშრომლობა ეს არის საუკეთესო გზა, როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა რეალიზაციისკენ, ისე რეგიონალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ, და ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.