მოგერინი: თანასწორობის მინიჭება ქალებისა და კაცებისთვის – ეს არის საკითხი, რამაც ყველა აქ მოგვიყვანა
როცა ქალი ძლიერია, ძალიან ბევრ დადებით შედეგს ღებულობს ამით საზოგადოება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო კონფერენციაზე – „გენდერული თანასწორებისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მას სჯერა გენდერული თანასწორობის და იმის, რომ სიტუაცია შეიცვლება.
„გენდერული თანასწორობა არ არის მარტო მორალური ვალდებულება ან სოციალური სამართლის საკითხი. ერთნაირი თანასწორობის მინიჭება ქალებისა და კაცებისთვის – ეს არის საკითხი, რამაც ყველა აქ მოგვიყვანა. ეს არის, რაც ამდიდრებს ჩვენს საზოგადებას და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის მას. ეს არის განვითარების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხი, ეს არ არის მარტო პრინციპების დონეზე. როცა ქალი ძლიერია, ძალიან ბევრ დადებით შედეგს ღებულობს ამით საზოგადოება“, – აღნიშნა მოგერინიმ.