დავით უსუფაშვილი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაგეგმილი ტემპით გრძელდება
იყო ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო შეხვედრა, ჩვენ გავიარეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პრაქტიკულად ყველა ასპექტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ფედერიკა მოგერინისთან გამართული შეხევედრის შემდეგ განაცხადა.
ფედერიკა მოგერინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქციების ხელმძღავენლებს შეხვდა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საუბარი შეეხო იმ ახალ ტენდენციებს, რაც შეინიშნება სამხრეთ კავკასიაში. “იყო ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო შეხვედრა, ვინაიდან ჩვენ გავიარეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პრაქტიკულად ყველა ასპექტი, უსაფრთხოების თემებიდან დაწყებული ვიზალიბერალიზაციის პროცესით დამთავრებული და ყველა მიმართულებით აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, ასევე აღინიშნა ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირსა შორის ურთიერთობა დაგეგმილი ტემპით და მიმართულებებით გრძელდება. ჩვენ სულ უფრო და უფრო უკეთესი ახალი ამბები შესაძლოა გავიგოთ. ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ქალბატონი მოგერინი არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს ხედავს სათანადოდ, არამედ საქართველოს როლს, რეგიონში უსაფრთხოების სისტემის აწყობის და განვითარების თვალსაზრისით,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.