ზაზა გაბედავა: ბუბა კიკაბიძე მოსკოვში „კანონიერი ქურდის“ რესტორანში მუშაობდა

ბუბა კიკაბიძე მოსკოვში ქურდებთან რომ ძმაკაცობდა და „ქურდებს გაუმარჯოსო!“ – ყვიროდა, ძალიან კარგად მახსოვს, – ამის შესახებ „იბერიულ-კავკასიური“ მოძრაობის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა გაბედავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
მისი თქმით, ბუბა კიკაბიძე ე.წ. კანონიერი ქურდის რესტორანში „შირმად“ მუშაობდა.
„მოგეხსენებათ, სააკიანის დროს ქურდებთან მეგობრობა ხუთწლიანი პატიმრობით ისჯებოდა. ბუბა კიკაბიძე მოსკოვში ქურდებთან რომ ძმაკაცობდა და „ქურდებს გაუმარჯოსო!“ – ყვიროდა, ძალიან კარგად მახსოვს. გარდა ამისა, კიკაბიძე ქურდების რესტორანში დირექტორად მუშაობდა. ეს იყო რესტორანი „ნე გარიუმი“ („არ დაიდარდო“), ის „კანონიერ ქურდს“ ცხონებულ ვახო ქარდავას ეკუთვნოდა. ვახო მოსკოვში მოკლეს. ვიმეორებ, ეგ რესტორანი არასდროს ბუბასი არ ყოფილა, ეგ იყო ქურდების რესტორანი და ბუბა კიკაბიძე მანდ დანიშნული იყო „შირმად“, – აცხადებს ზაზა გაბედავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები