თბილისში ნატალია ბურმისტროვას სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის “ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ სსრკ-ის სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ნატალია ბურმისტროვას სახელობის მემორიალური დაფა გახსნეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სახლი , რომელშიც გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი 1950-2008 წლებში ცხოვრობდა, ლეონიძის ქუჩის N12 მდებარეობს.
მემორიალური დაფის გახსნას მსახიობის მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები