დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ Airbus A321-ის ტერაქტის დამადასტურებელი მასალები მოსკოვს გადასცა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ მოსკოვს ოფიციალურად გადასცა დასკვნები, რომ სინაის ნახევარკუნძულზე რუსული ავიაკომპანია “კოგალიმავიას“ თვითმფრინავი ტერაქტის შედეგად ჩამოვარდა. ამასთანავე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.
მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადეს, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ რუსული თვითმფრინავი ტერაქტის გამო ჩამოვარდა. შესაბამის მასალებს დიდი ბრიტანეთი ყველა დაინტერესებულ მხარეს გადასცემს.
ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის აფეთქებასთან სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ რგოლის ხელმძღვანელი აბუ უსამ ალ-მასრია დაკავშირებული. ალ-მასრი ეგვიპტელი სასულიერო პირია, რომელიც 2014 წელს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები