რუსლან მუხუტდინოვს ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალი წაეყენა
ბატალიონ „სევერის“ წევრს რუსლან მუხუტდინოვს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. ამჟამად მუხუტდინოვზე ფედერალური ძებმა გამოცხადდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატის გამომძიებლებმა სცადეს დაკითხვაზე ბატალიონ „სევერის“ უფროსის მოადგილის რუსლან გერემეევის გამოძახება, მაგრამ მისმა ახლობლებმა დაკითხვის უწყება არ ჩაიბარეს.
ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, დიდი მოსკვირეცკის ხიდზე მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე და 222-ე მუხლებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.