ია ანთაძე GDS-ზე კოლეგებთან ერთად გადაცემას მოამზადებს: მიზანი განსხვავებული მედიაკულტურის დამკვიდრებაა

ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე, ვიწყებ თანამშრომლობას ტელეკომპანია GDS-თან და, ჩემს კოლეგებთან ერთად, ერთ-ერთი ახალი გადაცემის მომზადება მევალება – ამის შესახებ მედიაექსპერტი ია ანთაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

ია ანთაძე განმარტავს, რომ ახალი პროექტის მთავარი მიზანი განსხვავებული მედიაკულტურის დამკვიდრებაა.

“ძვირფასო მეგობრებო და არამეგობრებო, აქ, ჩემს “კედელზე” და სხვაგანაც არაერთხელ დაუწერიათ, რომ მე GDS-ში ვმუშაობ. სინამდვილეში, GDS-ში არასოდეს მიმუშავია. ჩვენს ორგანიზაციას – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს – ჰქონდა GDS-თან საერთო პროექტი “მედიასტანდარტი” და ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამ ორი ორგანიზაციის პარტნიორობას.

მხოლოდ ახლა, ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე, ვიწყებ თანამშრომლობას ტელეკომპანია GDS-თან და, ჩემს კოლეგებთან ერთად, ერთ-ერთი ახალი გადაცემის მომზადება მევალება.

ეჭვი არ მეპარება და სწორადაც მიმაჩნია, რომ დღეიდან ჩემი ყველა საჯარო და საზოგადოებრივი აქტივობა განხილული იქნება ამ სიახლის გათვალისწინებით.

იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლებ ახალ პროექტში, რომლის მთავარი მიზანი განსხვავებული მედიაკულტურის დამკვიდრებაა.

აქვე მადლობას გიხდით იმ ყურადღებისთვის, რასაც ყოველთვის იჩენთ ჩემ მიმართ“,-წერს ია ანთაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები