ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ 6 თვით გააგრძელებს
ევროკავშირის ხელმძღვანელობა დეკემბერში დაგეგმილ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას არ გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Handelsblatt იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები კიდევ 6 თვით გაგრძელდება.
გამოცემა იტყობინება, რომ სანქციების გაგრძელებას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უჭერს მხარს. ევროკავშირში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა იტყობინება, რომ სანქციები მხოლოდ მინსკის შეთანხმებების შესრულების და უკრაინა-რუსეთის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსების შემთხვევაში გაუქმდება.
ასევე ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების გამო მის წინააღმდეგ სანქციები ევროსაბჭომაც გააგრძელა.