ამერიკულმა გამოცემამ ის ომები დაასახელა, რომელშიც აშშ-ს მონაწილეობა არ უნდა მიეღო

ამერიკულმა გამოცემამ The National Interest-მა გამოაქვეყნა ომების ჩამონათვალი, რომელშიც აშშ-ს მონაწილეობა არ უნდა მიეღო. პირველ ადგილზე გავიდა ე.წ. მეორე ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რომელსაც აშშ დიდ ბრიტანეთთან 1812 – 1815 წლებში აწარმოებდა. გამოცემის ინფორმაციით, ამერიკა ამ ომისთვის ცუდად მოემზადა, რის შედეგად ბრიტანულმა ძალებმა გადაწვეს და გაძარცვეს ვაშინგტონი.
ამის შემდეგ მოდის ინდიელებთან ომი, რომელიც 1876 – 1877 წლებში მიმდინარეობდა. ეს კამპანია ძალიან ცუდად იყო გააზრებული. მესამე ადგილზე გავიდა აშშ-ს მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში. თავდაპირველად შეერთებულ შტატებში მიაჩნდათ, რომ ეს ევროპის საქმეა, მაგრამ 1917 წელს მაინც ჩაერთო ამ კონფლიქტში. შედეგად 18 თვის განმავლობაში 116 ათასი ამერიკელი დაიღუპა.
მეოთხე ადგილზეა ომი ვიეტნამში – 1965 – 1973 წლებში, ამერიკამ ჩარევით მხოლოდ დანაკარგები მიიღო. რეიტინგის ბოლოს კი, 2003 წელს, ერაყში ამერიკის შეჭრა სახელდება, სადაც ვაშინგტონს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა და დემოკრატიის დამკვიდრება უნდოდა. თუმცა, საბოლოოდ, ქვეყანაში წესრიგის დამკვიდრების ნაცვლად სამოქალაქო ომი დაიწყო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ერაყს არც მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა, რაც ამ ქვეყანაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები