რეზო ამაშუკელი: სააკაშვილი „იჩხირავს“, მარგველაშვილს საქსოვი ჩხირები უჭირავს ხელში, მე კი იმის საშუალება მაინც მომეცით, რომ ვთქვა, ჩხირი კედელს-მეთქი!
პოეტ რეზო ამაშუკელს მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი ქართველი ერის შეურაცხყოფაა. როგორც ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას „რესპუბლიკელები“ უღალატებენ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მომავალ არჩევნებზე თავის გარშემო გააერთიანებს ყველა იმ ძალას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს დაუპირისპირდება!
იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დროულად დააპატიმრონ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია და პარლამენტის უმცირესობის დეპუტატი გივი თარგმაძე. ამაშუკელის აზრით, თუ სამართალდამცავები გიგა ბოკერიასა და გივი თარგამაძეს არ დააპატიმრებენ, საქართველოში სისხლისღვრა გარდაუვალია.
„ბიოცისტერნა“ მარგველაშვილი თვითონ არის ქართველი ერის ძალიან დიდი შეურაცხყოფა! ეს არის გულისამრევი ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ძალიან ბევრ სისაძაგლეს ჩაიდენს! პირდაპირ ვაცხადებ: პირველი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ზურგში ჩასცემს, „რესპუბლიკური პარტია“ იქნება!
„ბიოცისტერნა“ მარგველაშვილი კი თავის გარშემო გააერთიანებს ყველა იმ ძალას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს დაუპირისპირდება!
სააკაშვილი „იჩხირავს“, მარგველაშვილს საქსოვი ჩხირები უჭირავს ხელში, მე კი იმის საშუალება მაინც მომეცით, რომ ვთქვა, ჩხირი კედელს-მეთქი!
აუცილებლად უღალატებენ და გაწირავენ, რადგან „რესპუბლიკელები“ მორიელის სინდრომით შეპყრობილი არსებები არიან! ამიტომაც მთელი ხმით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – ან აირჩიოს „რესპუბლიკელები“, ან აირჩიოს საქართველო, რომელიც 3 წლის წინათ თვითონ გადაარჩინა გარდაუვალ დაღუპვას! ბატონო ბიძინა, კარგად იცით, როგორ პატივს გცემთ და თქვენი რამხელა იმედი მაქვს! ამიტომაც, როგორც ვთქვი, მოყვასი და ერთგული, კიდევ გაფრთხილებთ – პირველები, ვინც თქვენ ზურგში ხანჯალს ჩაგცემენ, იქნებიან „რესპუბლიკელები“ და „ბიოცისტერნა“ მარგველაშვილი! უფრო მეტიც – სამი წელია ხმის ჩახლეჩვამდე გავყვირი – დააპატიმრეთ გიგა ბოკერია! დააპატიმრეთ გივი თარგამაძე! დააპატიმრეთ, თორემ ესენი საქართველოში კიდევ დაღვრიან სისხლს და ქვეყანას თავზე დაგვამხობენ!“ – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.