მოსკოვში „დოჟდის“ ჟურნალისტები დააკავეს
რუსეთის ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტები – ვლადიმერ რომენსკი და ნიგინა ბეროევა მოსკოვში, მხატვარ პიოტრ პავლენკოს აქციაზე დააკავეს. „დოჟდის“ ინფორმაციით, ჟურნალისტების დაკავების მიზეზები უცნობია.
საიტ „მედიაზონის“ ცნობით, გვიან ღამით მხატვარი პიოტრ პავლენკო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცენტრალური შესასვლელისთვის ცეცხლის მოკიდებას შეეცადა. ამის შემდეგ მხატვარი და ორი ჟურნალისტი დააკავეს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები მეშანსკის რაიონის პოლიციაში გადაიყვანეს, თუმცა ამ განყოფილებაში „ბი-ბი-სის“ განუცხადეს, რომ მათ ასეთი ადამიანები არ ჰყავთ. უშიშროების ფედერალური სამსახური კი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.