რეზო ამაშუკელი: „რუსთავი 2“ რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის სისხლისმსმელი რეჟიმი ამხელა ძალას ვერ „აკრეფდა“

“აბსოლუტურად არ მაინტერესებს, ვის მფლობელობაში იქნება „რუსთავი 2“, რადგან „რუსთავი 2“ საერთოდ არ უნდა არსებობდეს“! – აცხადებს პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში.
როგორც რეზო ამაშუკელი გამოცემასთან აღნიშნავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, როგორც ამჟამად არსებობს, საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
მისი თქმით, ტელეკომპანია უნდა „მოიშთოს და ამოიძირკვოს“.
„რუსთავი 2“ იმ სახით და იმ შიგთავსით, როგორითაც დღეს არსებობს, სამუდამოდ უნდა მოიშთოს და ამოიძირკვოს!
მთელი ჩემი ცხოვრება ამის გამო კი არ ვიბრძოდი, რომ „რუსთავი2“-ში მხოლოდ დეკორაციები შეცვალონ და აპარატურა ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანონ, არამედ, „რუსთავი 2“, როგორც იდეოლოგიური მანქანა და სისხლისმსმელი ფაშისტების რუპორი, ბოლომდე უნდა განადგურდეს!
არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ „რუსთავი 2“-ში ისევ იმ ჟურნალისტებმა უნდა იმუშავონ, რომლებიც დღემდე მუშაობენ!
რას ჰქვია იმუშაონ?! მაგათ წარყვნეს და მიწასთან გაასწორეს ჩემი ქვეყანა!
„რუსთავი 2“ რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის სისხლისმსმელი რეჟიმი ამხელა ძალას ვერ „აკრეფდა“. ესენი ერთნი არიან. მთელი „ნაციონალები“ და „რუსთავი 2“ ერთი დედის უკანალიდან არიან დაბადებულები!
შეხედეთ, რა ხალხი გაერთიანდა „რუსთავი 2“-ის გარშემო და როგორ ერთ წუთში გაიშიფრა ყველა.
არავინ მითხრას, რომ ესენი სიტყვის თავისუფლებას იცავენ!“ – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები