საზარელი მკვლელობა იმერეთში – სამი შვილის დედა ჯერ აწამეს, შემდეგ გააუპატიურეს

იმერეთში 18 წლის ბიჭმა 40 წლის ახალგაზრდა ქალბატონი ჯერ აწამა, შემდეგ კი გააუპატიურა. საზარელი შემთხვევის დეტალებს გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს.
გარდაცვლილი ქალბატონი გასულ კვირას პოლიციამ ტყეში იპოვა. როგორც გარდაცვლილის მეზობელი გამოცემასთან სუაბრისას ყვება, სავარაუდოდ, მკვლელმა ქალბატონი ჯერ სასტიკად სცემა, რადგან სახე დასახიჩრებული ჰქონდა, შემდეგ კი გაგუდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარიდან რამდენიმე ხანში მკვლელობაში ბრალდებული დააკავა, რომელიც გარდაცვლილის მეზობელი აღმოჩნდა.
მეზობლების ვერსიით, წაბლის საკრეფად წასულ ქალბატონს იგი უკან დაედევნა და შუაგულ ტყეში, იქ, სადაც იგი ვერავის მოუხმობდა, მისი გაუპატიურება სცადა.
” მაგათი ოჯახი საერთოდ გადასახლდა აქედან, არ ვიცით, სად წავიდნენ, მაგრამ აქ რომ დარჩენილიყვნენ ალბათ, კიდევ რაღაც უბედურება დატრიალდებოდა”, -აცხადებენ მეზობლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები