ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პარტიათა კოალიციამ გაიმარჯვა

ხორვატიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პარტიათა კოალიციამ გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 60%-ის მონაცემების დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ეს კოალიცია 151 -ადგილიან პარლამენტში 61 ადგილს დაიკავებს.
„ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ. მივესალმებით იმათ, ვინც ხორვატიაში უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძოლებს ჩვენთან ერთად“, – განაცხადა „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა ტომისლავ კარამარკომ.
ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის მთავრობას მოუწევს ხორვატიის გამოყვანა 6-წლიანი რეცესიიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ტრანზიტის საკითხის მოგვარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები