რა გახდა რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი – გამომძიებლებმა შავი ყუთი გაშიფრეს
ეგვიპტელი ექსპერტების ვარაუდით, რუსული ავიალაინერის კატასტროფის მიზეზი, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება გახდა. ე.წ. შავი ყუთის გაშიფრვის შედეგად, გამომძიებლებმა, ბორტზე აფეთქების მსგავსი ხმაური დააფიქსირეს.
როგორც უცხოური პრესა წერს, საგამოძიებო კომიტეტმა შარმ-ელ-შეიხის აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, შავი ყუთის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ავიალაინერი შარმ-ელ-შეიხის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 03:50 საათზე აფრინდა. ჩანაწერების წარმოება კი 23 წუთისა და 14 წამის შემდეგ შეწყდა. თვითმფრინავი ამ დროს ავტოპილოტის რეჟიმზე, საათში 521 კილომეტრი სიჩქარით, 9414 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა და სიმაღლეს კრეფდა.
შეგახსენებთ, რუსულმა ავიალაინერმა კატასტროფა 31 ოქტომბერს სინის მთაზე განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე სულ 117 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.