ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილი ახლად დაკლული ქათამივით ფართხალებს

“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეზოში გამართულ კონცერტს ეხმაურება.
“კვირა” ბაღათურიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“სააკაშვილი საკუთარ დასაფლავებას უკრაინიდან დირიჟორობს…
დღეს რუსთავი 2-ის ეზოში უფასო კონცერტის ხათრითაც კი ვერ მიიყვანეს 200 თუ 300 კაცზე მეტი…
მიშამ ვერ გაიგო, რომ მისი დრო დამთავრდა, მორჩა ეს ”კინო”…
და ეს მაინც ფართხალებს ახლად დაკლული ქათამივით, თავი რომ აქვს მოჭრილი, ცოცხალი რომ აღარ არის მაგრამ მაინც რომ ფართხალებს…
და ესენი მაინც ფართხალებენ ახლად დაკლული ქათამივით საკუთარ სისხლს რომ აფრქვევს ფართხალით ამ სისხლით რომ სვრის აქაურობას”, – წერს ბაღათურია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები