ბერლინში, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად, პოლიციამ 40 პირი დააკავა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად, პოლიციამ 40 პირი დააკავა.

11214709_911906902180647_5831086790497423044_nადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პირები საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით გამართული აქციის ჩაშლას შეეცადნენ, რომელსაც 5 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ევროპის საიმიგრაციო კრიზისის შედეგად, გერმანიის ხელისუფლებას, თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით, 800 000-მდე ლტოლვილმა მიმართა. წლის ბოლომდე კი ამ რიცხვის კიდევ რამდენიმე ასეული ათასით ზრდას ელიან.
ევროკომისიის განცხადებით, 2017 წლის ბოლომდე ევროპას 3 მილიონამდე თავშესაფრის მაძიებელი მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები