რაულ კასტრო კუბის ლიდერის პოსტს 2018 წელს დატოვებს

კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ რაულ კასტრომ განაცხადა, რომ ის ქვეყნის ლიდერი პოსტს 2018 წლის 24 თებერვალს დატოვებს. სწორედ ამ დღეს იწურება მისი უფლებამოსილების ვადა.
„როგორც მე ვთქვი ჩვენი პარტიის ბოლო ყრილობაზე და როდესაც მე კუბის ლიდერის პოსტს ვიკავებდი, 2018 წელს მე გადავდგები“, – განაცხადა 84 წლის რაულ კასტრომ მექსიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს. რაულ კასტრომ კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2013 წელს დაიკავა. ამ პოსტზე მან თავისი უფროსი ძმა, კუბის რევოლუციის ბელადი ფიდელ კასტრო შეცვალა, რომელიც კუბას 1959 წლიდან მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები