აშშ-ს პრეზიდენტმა Keystone XL-ის ნავთობსადენის მშენებლობა აკრძალა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნავთობსადენ Keystone XL- ის მშენებლობის თხოვნა უარყო. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება. ამით ობამამ წერტილი დაუსვა ნავთობის მოპოვების ლობისტების და გარემოს დამცველთა შვიდწლიან დავას.
ეს ნაბიჯი ობამამ პარიზის კონფერენციამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა, სადაც 190 ქვეყნის მონაწილე დედამიწის კლიმატის ცვლილების საკითხს განიხილავენ.
გამოცემის ინფორმაციით, ობამამ ამერიკის ბიზნესწრეებისთვის აშკარად არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა, ასევე ამ საკითხს აქტიურად უწევდა ლობირებას აშშ-ს `რესპუბლიკური პარტია~.
მილსადენ Keystone XL-ის მშენებლობას, რომლის სიგრძე 1897 კილომეტრია, მანამდე აშშ-ს კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა. მას კანადის პროვინცია ალბერტა აშშ-ს შტატ ნებრასკის ქალაქ სტილ-სიტისთან უნდა დაეკავშირებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები