იაპონელებმა საკუთარი რეაქტიული თვითმფრინავი გამოსცადეს
იაპონელებმა რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავი Mitsubishi Regional Jet გამოუშვეს. მან მიწაზე ცდები უკვე გაიარა და 220 კმ/სთ-ს სიჩქარეს მიაღწია, რომელიც ასაფრენად არის საჭირო.
Kyodo News-ის ინფორმაციით, MRJ სატესტო ფრენას, რომელიც რამდენჯერმე უკვე გადაიდო, ნოემბრის შუა რიცხვებში აპირებს. ზუსტი დღე ამინდზეა დამოკიდებული.
MRJ პირველი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავია, რომელიც მთლიანად არის წარმოებული იაპონიაში, ის ფართო მაყურებელს გასული წლის ოქტომბერში აჩვენეს. All Nippon Airways-სთვის პირველი თვითმფრინავის მიწოდება 2017 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.