შარმ ელ-შეიხის აეროპორტში სპეცრაზმი გააგზავნეს (ვიდეო+ფოტოკოლაჟი)

ბრიტანულმა ტელეკომპანია „ბი-ბი-სიმ“ ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ შეიხის აეროპორტში არსებულ სიტუაციაზე სიუჟეტი მოამზადა. აეროპორტში ასობით ადამიანია შეკრებილი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ტურისტების ევაკუაციის დაწყების შემდეგ აეროპორტში მივიდა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად შარმ-ელ შეიხში 20 ათასამდე ბრიტანელი ტურისტი იმყოფება.
ტურისტების გაყვანის და ეგვიპტის ამ კურორტზე რეისების შეწყვეტის გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ რუსული ავიაკომპონია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი 31 ოქტომბერს ტერორისტებმა ააფეთქეს. ეგვიპტის ხეისუფლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ლონდონმა და პარიზმა მასთან შეუთანხმებლად მიიღეს, ვინაიდან ტერაქტის ვერსია ჯერ დადასტურებული არ არის.
აეროპორტში ტურისტების დიდი ნაკადის გამო ეგვიპტის ხელისუფლებამ შარმ-ელ შეიხის აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმიც კი გააგზავნა. მათი მიზანი უცხოელი ტურისტების დაცვაა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ეგვიპტეში 2011 და 2012 წლებში მომხდარმა რევოლუციებმა ტურისტულ ბიზნესს დიდი ზიანი მიაყენა. თუ დადასტურდა, რომ სანქტ-პეტებრურგში მიმავალი თვითმფრინავი, მართლაც, ტერორისტებმა ააფეთქეს, ეს კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქმება ამ ბიზნესზე.

https://www.youtube.com/watch?v=CsOYX75rXR4&feature=youtu.be

1 2 2E2A78F300000578-0-A_tourist_talks_to_staff_from_the_British_Embassy_as_other_holid-a-8_1446846928729 2E2AE72C00000578-3306552-image-a-62_1446806641139 2E2AE87C00000578-0-Tourists_gather_at_the_check_in_counters_at_Sharm_el_Sheikh_airp-a-12_1446846936095 2E2B5A8E00000578-0-Frustrated_travellers_arrived_at_the_airport_earlier_this_mornin-a-10_1446846931961 2E2B962500000578-3306552-image-a-15_1446812467455 2E2BD65800000578-3306552-image-m-2_1446810269147 2E2CA7C400000578-3306552-image-m-3_1446820843583 2E2CE44300000578-3306552-image-a-26_1446823257170 2E2E06FB00000578-3307916-image-a-76_1446858973279 2E2E11BB00000578-3307916-image-m-83_1446859013445 2E2EA40600000578-3306552-image-m-3_1446829495603 2E2EF7CA00000578-3306552-Mario_Guedes_kisses_his_daughter_Eowyn_Gueddes_after_she_landed_-a-64_1446837732568 2E2EF7D200000578-3306552-image-m-53_1446836235305 2E2F090100000578-3306552-image-a-80_1446838013789 2E32D5E300000578-3308156-image-a-26_1446894588940 2E32DCC400000578-3308156-image-a-24_1446894584204 2E3272A600000578-0-image-a-4_1446891399011 Sharm-al-Sheikh-Airport Sharm-el-Sheikh-Sinai-Red-sea-Egypt

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები