ეკა ბერიძე: ვფიქრობ, დავით დვალის დაბრუნება ტელევიზიაში მხოლოდ პროგრესის მომტანი იქნება

ის, რომ საქართველოში სატელევიზიო მედიის თავისუფლება და ხარისხი 2004 წლამდე იყო საუკეთესო რეგიონში, დიდწილად პირადად დავით დვალის დამსახურებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტი ეკა ბერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
ბერიძე მიიჩნევს, რომ დავით დვალის ტელევიზიაში დაბრუნება მხოლოდ პროგრესის მომტანი იქნება მედიის თავისუფლებისთვის და ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის.
“ის, რომ საქართველოში სატელევიზიო მედიის თავისუფლება და ხარისხი 2004 წლამდე იყო საუკეთესო რეგიონში, დიდწილად პირადად დავით დვალის დამსახურებაა; იმის მიზეზი რომ სატელევიზო მედიის თავისუფლება და ხარისხი 2004 წლიდან და დღემდე, არის ბევრად უარესი, ვიდრე წინა პერიოდში, დიდწილად პირადად დავით დვალის მედიიდან ჩამოშორებითაა განპირობებული. ვფიქრობ მისი დაბრუნება ტელევიზიაში მხოლოდ პროგრესის მომტანი იქნება მედიის თავისუფლებისთვის და ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის“, – წერს ეკა ბერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები