რატომ დაკარგა ქართულმა კინომ სცენარი  და სჭირდება თუ არა ქართველ მსახიობს მეორე პროფესია…      

ივანე ქურასბედიანი 10 წელია გრიბოედოვის თეატრის მსახიობია, პარალელურად  თავისუფალი თეატრის სპექტაკლებში აქტიურად თამაშობს. მსახიობობა ბავშვობიდან უნდოდა და საკუთარი გადაწყვეტილება ყოველთვის ეამაყება.12200580_1160265054002101_1187338479_n

 – საამაყოა ალბათ, როცა ოჯახში თეატრალი არავინ გყავს და შენ მსახიობი გამოხვალ.  გავიზარდე და დავინახე, რომ  ჩემს  ბევრ კოლეგას კარგი „start-up“-ი ჰქონდა, ბავშვობიდან თეატრში იყვნენ და როცა თეატრალურში აბარებდნენ, იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ…   მე ასეთი რამ არ მქონია და პირველი წელი შეეწირა კიდეც ამას. გამოცდაზე ზედმეტად თამამად ვიქცეოდი, იმდენად, რომ  გიგა ლორთქიფანიძემ თქვა: ეს ბავშვი, უმაღლესი სასწავლებლისთვის ჯერ მომწიფებული არ არისო. მაშინ ისე გავბრაზდი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, მაშინ სიმართლე მითხრეს. იმის გამო, რომ ჯარში წასვლა არ მინდოდა, კულტურის 12200625_1160264967335443_1445531312_nინსტიტუტში ჩავაბარე, სადაც 2 წელი ვისწავლე და ბოლოს მაინც თეატრალურ უნივერსიტეტში – შოთა კობიძის ჯგუფში გადავედი. უკვე ვამთავრებდი და დიპლომს არ მაძლევდნენ, ნიშანს არ მიწერდნენ… სულ ვაცდენდი და არ დავდიოდი. ბოლო კურსზე მამა გარდამეცვალა და ამის გამო „აჰა შენ დიპლომიო…
– რატომ იქცეოდი ასე… ეს ხომ შენი მიზანი იყო და ძალიან გინდოდა?
– 
მართალია… თუმცა რეალურად, როცა იმ სამყაროში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ძალიან უნდა გაგიმართლოს… რომ იმ დროს (2001 წელს) იმდენი ფასიანი ადგილი იყო, ყველას ღებულობდნენ. გარშემო  ძალიან ბევრი დარჩა  ჩემსავით იმედგაცრუებული.  ბავშვობის სულისკვეთება გამიქრა და ბოლოს მსახიობობა საერთოდ აღარ მინდოდა. ვფიქრობდი, დავამთავრებ თეატრალურს, ინგლისური კარგად ვიცი, ვისწავლი სინქრონს და ვიმუშავებ ამ კუთხით-მეთქი…
– თუმცა შენი „იმედები“ არ გამართლდა…12200797_1160264994002107_1719386011_n
– დიპლომი რომ ავიღე, ერთ თვეში გრიბოედოვის თეატრში მივედი. მეგობარმა მითხრა, რომ ახალგაზრდა რუსულენოვანი  მსახიობი  სჭირდებოდათ.  რუსული ოჯახიდან ვიცი (მამა და ბებია რუსულენოვანი მყავდა), 3 თვით ამიყვანეს და პირველი რეპეტიცია აგვისტოში მქონდა.
– სპექტაკლი…
– ჩემი პირველი სპექტაკლი,  ეს იყო „ჩიპოლინო“, გოგი თოდაძე  დგამდა.  სწორედ მას შემდეგ დავრჩი დღემდე გრიბოედოვში.  მერე ავთო ვარსიმაშვილომა თავისუფალ თეატრში დამაკავა. თეატრის გარდა  მიმყავს  საღამოები და ისევე როგორც ყველა მსახიობი, ვახმოვანებ, ჩემს სფეროს არ ვცილდები.
– იყავი სერიალებში…12200885_1160265004002106_1782060018_n
– პირველად ზაზა ურუშაძის „ცხელ ძაღლში“ გადამიღეს. მეცხრე ცაზე ვიყავი, უნივერსიტეტში კამერა ნანახიც კი არ გვქონდა. მერე იყო „კლინიკა“ და  „ალუბლების ქუჩა“…
– თეატრი თუ კინო?
– თეატრი, რასაკვირველია. თეატრსა და კინოში პასუხისმმგებლობის კოეფიციენტი  რომ შევადაროთ, როგორც  ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება. მეტი წილი კინოში ასე ხდება, მიგიყვანენ და მერე ელოდები ვიღაცას… კინოში როლზე საერთოდ არ მუშაობ, ტექსტს რომ „მოგიგდებენ“  და უნდა გადავიღოთო, გაჩქარებენ. არავინ გელოდება, „ობრაზში“ შეხვიდე. – იმისთვის რომ უფრო პოპულარული გახდე, კინო არ არის შენი მიზანი?12200913_1160264964002110_859521662_n
– ეგ მე უკვე დიდი ხანია ვაღიარე ჩემს თავთან და დიდი ხანია დამოკიდებულებაც შევიცვალე. 10 წელია ამ საქმეში ვარ და ორი წელია, რაც ამაზე აღარ ვფიქრობ, ადრე სულ გული მწყდებოდა, რომ  წესიერად ვერ „გამოვჩნდი“  და სულ ვნერვიულობდი. ბოლოს კი აღმოვაჩინე, რომ მსახიობის პროფესია არის თვითრეალიზაციის პროფესია.  მე თეატრში ზოგიერთ როლზე ისეთი თვითრეალიზაცია მქონდა, დავრწმუნდი, რომ შემიძლია  კარგი სახის  შექმნა.12202432_1160264957335444_1316283980_n
– შენი დამოკიდებულება იმანაც ხომ არ განაპირობა, რომ კინო თეატრის დონეზე ჯერ კიდევ არ არის…
– კინოში მთავარი კომერციაა. მსახიობი იქ ბოლო ადგილზე დგას.  დაახლოებით 8 ფილმში გადამიღეს და რეპეტიცია არცერთში არ გამივლია.  ვერ ხვდებიან და სწორედ ამის გამოა, რომ ხარისხი ეკარგებათ.  ასე ვერც საერთაშორისო დონეზე გადიან. ვინც კომერციაზეა გათვლილი, მათ ფილმები ფესტივალებზე არც მიაქვთ. მისთვის მთავარია, ფული ამოიღოს და მორჩა. ნამდვილი კინო მხოლოდ ერთეულებს აინტერესებთ…
სერიალებმა მსახიობები გაანადგურეს და ამიტომ დაიკარგა კინო.  როცა  ყოველდღე  8 საათის განმავლობაში ერთი და იგივე სახეს თამაშობ,  ძალაუნებურად  გემატება შტამპები.
– თეატრი და ფესტივალები…12204515_1160265010668772_699698542_n
– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2013 წელს. მოსკოვში, ფესტივალ –  „ოქროს რაინდზე“  წაღებული გვქონდა ХОЛСТОМЕР- ი და გრან- პრი ავიღეთ. ძირითადად, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დავდივართ. ამაში ვეთანხმები ჩემი თეატრის მენეჯმენტს. როცა გარკვეული ბიუჯეტი გაქვს, რითაც შეგიძლია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში 5-გან წახვიდე. იქ, სადაც გიცნობენ და გელოდებიან, რა თქმა უნდა,  ჯობია იმ მაყურებლის წინაშე წარდგე, ვიდრე წახვიდე სადღაც უცხო ქვეყანაში.
– შენ რა როლებს თამაშობ?12204693_1160265037335436_608590021_n
– მძაფრად სახასიათო როლებს ვთამაშობ ხოლმე, დრამატული და ტრაგედიული როლებიც მაქვს, მიხარია, რომ პატარა დიაპაზონი არ მაქვს. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს და სულ ალბთ ორჯერ მექნება ნათამაშები, ეს არის „შეყვარებული გმირის“  სახე… ამ დროს ირონია მიჩნდება საკუთარი თავის მიმართ…
– რეჟისორი, რომელთანაც სურვილი გაქვს, რომ იმუშავო…
– ვთვლი, რომ სასწაულად კომფორტული სარეპეტიციო პერიოდი აქვს  ავთო ვარსიმაშვილს. ვისთანაც კი მიმუშავია, ყველაზე კარგია. რა წარმატებაც მხვდა წილად, ესეც ავთოსთან არის დაკავშირებული. მაინტერესებს თემურ ჩხეიძესთან მუშაობა. ჩემი აზრით, მისი მუშაობის სტილი ჩემში ახალ რაღაცებს გახსნის. მე საერთოდ არ მიყვარს დროის ტყუილად ფლანგვა, თუ განსხვავებულ რეჟისორთან ვმუშაობ, ყოველთვის  ვცდილობ, რომ მისგან რაღაცები ვისწავლო.12204980_1160264990668774_1825228909_n
– საკუთარი პროფესიის გარდა, თუ  სჭირდება მსახიობს დამატებით, სხვა მეორადი პროფესიის ცოდნა. თუ დღეს მსახიობს აღარ „შია“?
– გააჩნია მსახიობს და იმას, რომელ თეატრშია. რამდენად კარგი ურთიერთობა აქვს ამ სფეროს წარმომადგენლებთან. საერთოდ, მდიდარი პროფესია რომ არ არის, ფაქტია. უბრალოდ, არ შეიძლება თქვა, მე მხოლოდ თეატრში ვარ და სხვას ვერაფერს გავაკეთებ (ვგულისხმობ, გახმოვანებას, საღამოების წაყვანას…)  ისე, ვვოცნებობ, მქონდეს  პერიოდი, რომ თეატრის გარდა სხვაგან წასვლა აღარ მჭირდებოდეს (ფინანსური თვალსაზრისით ვამბობ).
– ოჯახი…12205021_1160264947335445_996114820_n
– მყავს მეუღლე თეონა ბიგვავა და ორი შვილი,  6 წლის ნენე და 4 წლის ალექსანდრე.
– გინდა, რომ შვილები შენს გზას გაყვნენ?
– არა, არ მინდა…
– რატომ? რამე არ მოგწონს შენს პროფესიაში?
– ძალიან საწვალებელი პროფესიაა, სტრესულია და ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. მე ვეცდები, რომ  კარგი განათლება მიიღონ და ნაკლებად სტრესული სამსახური ჰქონდეთ.
– მაშინ შენ რა გაძლევს ძალას?12208210_1160265047335435_1481179965_n
– აი ეს რაღაც სიგიჟე  ხელოვანი ხალხის, რომ კარგად გააკეთო. ხდება ხოლმე, როცა რაღაც ფიზიკურად ან სულიერად აწუხებს მსახიობს და მაინც თამაშობს. მქონია,  კულისებში ვდგავარ გამოსვლის წინ და ვფიქრობ – რას ვაკეთებ, რისთვის ვირჯები. გენიალური მსახიობი მე არა ვარ,  რომ მერე   ჩემზე წერონ… საშუალო, ნორმალური მსახიობი ვარ, არც ხელფასია ისეთი, რომ განსაკუთრებული დაინტერესება გაგიჩინოს…. მაგრამ აი, ეს ავადმყოფობა, დაავადებული ხარ იმით, რომ  მაყურებელს შენი თამაში მოეწონა და ტაში დაგიკრა. ეს  გაცოცხლებს,  წუთიც არ არის, ალბათ 10-20 წამია, მეტი არა.
– მომავალი… სად ხედავ შენ თავს?
– არ გავჩერდები, მინდა წინ წავიდე. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.  ახლახან „ქასთინგი“ გავიარე. რეჟისორი  ნიკიტა მიხალკოვი  ფილმს იღებს. გამიხარდება, თუ ამ როლზე დამამტკიცებენ. სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან…

ნინო ჯაჯანიძე

12208245_1160265024002104_371055427_n

12212149_1160264987335441_847852255_n

12212430_1160265030668770_1869010192_n

ნინო ჯაჯანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები