გიორგი ვოლსკი: დღევანდელ დღის წესრიგს ევროპარლამენტს კარნახობს უკრაინაში მიმდინარე ომი
,,დღევანდელ დღის წესრიგს ევროპარლამენტს კარნახობს უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის აგრესიის შემდეგ განვითარებული გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელშიც საქართველოს ჩართვა უნდათ როგორც საზარბაზნე ხორცი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში საქართველო დელეგაციის არმონაწილეობის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„ექსტრემისტები ჩამოჰყავთ სპეციალურად იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს დესტაბილიზაციის სცენარს, რომელიც თავადვე დაწერეს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.