საორგანო მუსიკის საღამო – “Organ fascination” გაიმართება
28 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში საორგანო მუსიკის საღამო – “Organ fascination” გაიმართება.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, საღამოს სოლისტია: ფრანტიშეკ ვანიჩეკი – პროფესორი, ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი.
შესრულდება:
დ. ბუქსტეჰუდეს, ჰ.ლ. ჰასლერის, ი.ი. ფრობერგერის, ი.ს. ბახის, ლ.ჯ.ა. ლეფევრ-ველის, ლ. ბიოლმანის, ი. სტრეიჩის, გ. იანგის ნაწარმოებები.