ზურაბ აბაშიძე: ხელისუფლებაში არავინ არის დაინტერესებული, რომ თავისუფალ მედიას ჩრდილი მიადგეს

“იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გადაწყდება და დალაგდება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
როგორც აბაშიძემ განმარტა, ხელისუფლებაში არავინ არ არის დაინტერესებული, რომ თავისუფალ მედიას ჩრდილი მიადგეს.
“იმედი მაქვს, ყველაფერი გადაწყდება და დალაგდება. ხელისუფლებაში აბსოლუტურად არავინ არის დაინტერესებული იმით, რომ თავისუფალ მედიას, რასაც ნამდვილად ვთვლით, რომ არის საზოგადოებისა და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რამენაირად ჩრდილი მიადგეს”, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები