თამარ რუხაძე ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს – მძიმე გარემოში უწევთ ახლა მუშაობა “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს

ჟურნალისტი თამარ რუხაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს.
“მე ალბათ ერთ-ერთი ვარ, ვისაც ძალიან კარგად ესმის, თუ რა მძიმე გარემოში უწევთ ახლა მუშაობა “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს და რა რთულია ამგვარ გარემოში ახალი ამბების კეთება. ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს”,- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თამარ რუხაძე.
თამარ რუხაძე “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტია. მან რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად ტელეკომპანია 2006 წელს დატოვა. ამის მიზეზი კი “რუსთავი 2“-ის იმჟამინდელი გენერალური დირექტორის ნიკა ტაბატაძის გათავისუფლება გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები