161-ე სკოლის ერთ-ერთ კორპუსში სწავლა შეწყვეტილია
თბილისის 161-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთ კორპუსში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
როგორც “კვირას“ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა განუცხადა, ამის მიზეზი გათბობის მილების დაზიანებაა, რის გამოც სკოლის შენობაში – მეოთხე სართულიდან პირველ სართულამდე წყალი ჩამოდის. სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გათბობის მილები დღის განმავლობაში შეკეთდება, დღეს გაცდენილი გაკვეთილები კი, შაბათს ანაზღაურდება. კორპუსში, სადაც წყალი ჩამოვიდა, მეხუთე და მაღალი კლასების მოსწავლეების საკლასო ოთახებია განთავსებული.