დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
სს “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სამუშაოებია.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ჭოველიძის, გოგებაშვილის, ბელინსკის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ჭოველიძის, გოგებაშვილის, ბელინსკის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ახალციხის, ფიროსმანის, ჩიტაიას და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, სანაპიროს, ყავლაშვილის, ჩახრუხაძის და შავთელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის და ნავთლუღის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.