ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ „ქინძის“ განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ

ჩვენ „ქინძის“ განცხადებებზე ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს.
“ჩვენ მოვისმინეთ კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ გავრცელდა ჩანაწერები ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის, რომელიც საკუთარ თავს „ქინძს“ ეძახის. ჩემთვის ეს სასაცილოა. ჩვენ „ქინძის“ განცხადებებზე ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს სახელმწიფო არის იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე ეს იყო სამი წლის წინ. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული და არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა – ვერც „ქინძი“ და ვერც ნებისმიერი სხვა მოქალაქე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინულ ვებგვერდზე – uarevo.in.ua საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა. სააკაშვილი ნიჟარაძეს „რუსთავი 2“-ის მოვლენებზე ესაუბრება და ამბობს, რომ “მანდ სისხლისღვრა იქნება”. “სტო პრო” იქნება ქინძი ვიყო”, – ამბობს სააკაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები