ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის მთავარია, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები დაცულები იყვნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის და ამ დავაში ხელისულების ჩართულობა აბსოლუტურად გამორიცხულია.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში მედია იყოს დაცული, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მედიათავისუფლების შეზღუდვა.
„ჩემთვის არ არის საინტერესო, ვინ იქნება „რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელი, ჩემთვის არის მთავარი, თქვენ – „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები იყოთ დაცულები და ჩვენ, როგორც სახელმწიფო ვაცხადებთ, რომ თქვენ იქნებით დაცულნი. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში მედია იყოს აბსოლუტურად დაცული, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მედიათავისუფლების შეზღუდვა. ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ ქიბარ ხალვაშს წილების 60 პროცენტი, მის კომპანია “პანორმას” კი 40 პროცენტი მიაკუთვნა.