ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ტალინში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გვირგვინით შეამკო ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.
მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ტალინის ცენტრში მდებარე სატელევიზიო ანძა დაათვალიერა.
ტელეანძა, რომლის სიმაღლე 314 მეტრია, ჩრდილოეთ ქვეყნებში ყველაზე მაღალ სატელევიზიო ანძად არის მიჩნეული და იგი ესტონური კულტურისა და ტურიზმის ცენტრს წარმოადგენს. ანძამ დასრულებული სახე გასული საუკუნის 80-იან წლებში მიიღო. მისი ერთ-ერთი არქიტექტორი ქართველი დავით ბასილაძე იყო.