„სხვა საკითხია, რისთვის უნდა დროის მოგება „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას“

უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ მხარეები სასამართლო წესით და სამართლებრივი მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს და არა ქუჩაში მუშტი-კრივითა და ძალის გამოყენებით.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ თავად ის ფაქტი, რომ ასე სწრაფად ხდება წარმოებაში სარჩელების მიღება და დაუყოვნებლივ ხდება მოთხოვნების დაკმაყოფილება გასაჩივრებული ნორმების შეჩერების თაობაზე, ძალიან ბევრ კითხვას წარმოშობს.
„ზოგადად, ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ მხარეები სასამართლო წესით და სამართლებრივი მეთდებით ებრძვიან ერთმანეთს და არა ქუჩაში მუშტი-კრივითა და ძალის გამოყენებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ის სამართლებრივი ნაგავი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოიტანა კანონმდებლობაში, გატანილი იქნებას ამ სფეროდან, თუნდაც ამ გზით და ამ ფორმით“, – აცხადებს მუხაშავრია.
უფლებადამცველი აცხადებს, რომ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის პოზიციებს იზიარებს და მიმხრობილია მისკენ.
„როდესაც წინასწარ ხდება ნორმის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისთანავე ეს გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა დასაბუთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო ნეიტრალურ პოზიციას დაიჭრდა და გასაჩივრებულ ნორმას შეაჩერებდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ შემთხვევაში იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მეტნაკლებად მიმხრობილია მოსარჩელეების მიმართ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესები, მაშინ როცა სხვა საქმეები დიდხანს განიხილება ხოლმე, უნდა ვივარაუდოთ, რომ „რუსთავი 2“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეთანხმებით მოქმედებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 268-ე მუხლის მოქმედება შეჩერებულია და შეიძლება სასამართლომ ის ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ ქიბარ ხალვაში ვერ დაიბრუნებს საკუთრების უფლებას, თუკი მას ამისი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია და ხელისუფლებასაც ეს აწყობს, მაგრამ სხვა საკითხია, რისთვის უნდა დროის მოგება „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას, რაში სჭირდებათ დროის გადაწევა და ამ დროის გამოყენება, საკითხავი სწორედ ეს არის. ეს კითხვა უკავშირდება იმ შეთქმულებას და გადატრიალების შესახებ ე.წ. საუბრებს, ამიტომ მთლიანობაში თუ შევხედავთ სამართლებრივი საშუალებების გამოყენება ბინძური მიზნების მისაღწევად ძალიან საშიშია ხოლმე და კიდევ ერთ ძალიან მახინჯ ტენდენციას უდებს საქართველოში საფუძველს. აქამდე უფლებადამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს ვიყენებდით ადამიანის უფლებების დასაცავად და დასამკვიდრებლად და არა იმისთვის, რომ ვინმემ სახელმწიფო გადატრიალება მოასწროს და მერე ეს განახორციელოს კიდეც“, – განუცხადა მუხაშავრიამ „პირWელს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები