გიგლა აგულაშვილი სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასების გაძლიერებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

ლოპოტას სასტუმრო კომპლექსი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გაძლიერებისადმი მიძღვნილი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო სუბრეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი შეფასების სისტემების საკანონმდებლო რეფორმების ხელშეწყობასა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებისათვის აუცილებელი შესაძლებლობების გაძლიერებას.
კონფერენციაში მონაწილეობდა რვა ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, ყახახეთი, რუსეთის ფედერაცია, მოლდავეთი, უკრაინა) 40-ზე მეტი წარმომადგენელი და ათი საერთაშორისო ექსპერტი.
მონაწილეებმა წარმოდგენილ ქვეყნებში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გამოყენების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებისაკენ მიმართული სხვადასხვა მიდგომა განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები