თარგამაძე სააკაშვილზე: ეს კაცი არის ეშმაკის მოციქული, სამი ექვსიანი აწერია შუბლზე, რომ ლაპარაკობს, ეშვები უჩანს

„რომელი ნორმალური წამოეგება დღეს მიშას ავანტიურას?“ – ამ სიტყვებით ეხმაურება შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე უკრაინალი მედიით გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ფარულ ჩანაწერს, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორს მოუწოდებს, რომ ტელეკომპანიის შენობას ბარიკადები შემოავლონ.
როგორც კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ეშმაკის მოციქულია და უამრავ სისულელეს სჩადის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს შუბლზე ეშმაკისეული სიმბოლო – სამი ექვსიანი ესახება და საუბრის დროს „ეშვები უჩანს“. „რომელი ნორმალური წამოეგება დღეს მიშას ავანტიურას? სამი-ოთხი პროცენტი თუ იქნება ავადმყოფებისა, რომლებიც ამ გარეწრებს მიემხრობიან და მათ ზღაპრებს დაიჯერებენ. საკუთარ ახლობლებსაც კი ვეღარ უყრიან თავს. ერთადერთი იმაზე მწყდება გული, რომ ხელისუფლება სააკაშვილს ამდენს აბედინებს. ხომ ხედავთ, დანაშაულისთვის პასუხი რომ არ აგებინეს, დღესაც არ ისვენებს, რამდენ სისულელეს სჩადის. გეუბნებით, ხალხო, ეს კაცი არის ეშმაკის მოციქული, შეჩენილია ჩვენს ქვეყანაზე. სამი ექვსიანი აწერია შუბლზე, რომ ლაპარაკობს, ეშვები უჩანს. თქვენ ვერ ამჩნევთ ამას, თორემ მის ეშვებს ეკლესიის მსახურები ხედავენ“, – აცხადებს კახა თარგამაძე ამავე ინტერვიუში, შს ყოფილი მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზეც ამახვილებს ყურადღებას. კახა თარგამაძეს მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი წლების განმავლობაში „თავისუფალ ინსტიტუტთან“ და გიგა ბოკერიასთან მეგობრობდა და დღესაც, მათ პოზიციას იზიარებს. „ გეკითხებით, ჩემი მინისტრობის დროს რატომ ვერ აწყობდნენ გადატრიალებებს?! აბა, ერთი გაებედათ, მაგათ გადავატრიალებდი კარგად, ძალოვანი, რომელიც მხოლოდ კანონს ემორჩილება! დროა, მოჰკიდეთ ყურებში ხელი და აალაპარაკეთ! დროზე შეუშვით საკნებში, კანონი გაძლევთ ამის უფლებას! ამ ხელისუფლების ადვოკატი არ ვარ, აბსოლუტურად არაფერი მაკავშირებს მათთან, მეტიც, საქართველოს მოქალაქეობაც კი არ მომცეს, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას! პრინციპში ხელისუფლებას რას ვერჩი. ეს საკითხი იმას უნდა გადაეწყვეტა, პრეზიდენტად რომ გყავთ და კარგად ქსოვს. ისე, ბიძინა ივანიშვილი რომ შეცდა მარგველაშვილში, პირველი დღიდანვე ვიცოდი. კარგია, თვითონაც რომ მიხვდა, მაგრამ რაღა დროსია. ამასობაში ის ბაყბაყდევივით მოკალათდა პრეზიდენტის სასახლეში და მშვენივრად ერთობა – ჭამს და სვამს და სხვა რა ევალება?! მე არ ვიცი, რასაც წარმოადგენდა წლების წინათ?! მარგველაშვილი ყოველთვის „თავისუფლების ინსტიტუტის“ , გიგა ბოკერიასა და მაგათი კუდი იყო, დღესაც მათ გვერდით იქნება, აბა ჩემს პოზიციას ხომ არ გაიზიარებს?!“ – აცხადებს კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები