თბილისის მერია და „წითელი ჯვარი“ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ერთობლივ პროგრამას განახორციელებენ
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მემორანდუმს ხელი თბილისის მერიაში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ნათია ლოლაძემ მოაწერეს. დავით ნარმანიას თქმით, იგეგმება ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მზრუნველობამოკლებული ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს.
„წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, ისინი დაგვეხმარნენ 13 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში, კერძოდ დახმარებისა და ტვირთების მიზნობრივად განაწილებაში. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა სოციალურ პროექტზე ვმუშაობთ. იგეგმება ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მზრუნველობამოკლებული ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. გაერთიანდება ჩვენი და მათი რესურსები და შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.