აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების გახსნა გრძელდება

    აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების გახსნა გრძელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტში შპს „ყვარლის ბაგას“ მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერეს. ფერმის დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის დახმარებით, შპს „ყვარლის ბაგამ“ ფერმის ასაშენებლად მე-3 კომპონენტში 600 ათასი დოლარის სესხი აიღო. შეიძინეს 132 სული ჰოლშტეინის ჯიშს დეკეული. ფერმის წარმადობა შეადგენს დღეში 3 ტონა რძეს, რომლის 100 %-ით რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. დღეისათვის ფერმის ნამატს 104 ხბო შეადგენს. შპს „ყვარლის ბაგაში“ 15 ადგილობრივია დასაქმებულია.
შპს ,,ყვარლის ბაგა“ საქონლის საკვების ნედლეულს საკუთარ ფართობებზე აწარმოებს. ხარისხიანი მოსავლის მიღების მიზნით, კომპანიამ სასუქის შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-2 კომპონენტის ფარგლებში 100 ათასი ლარის სესხიც აიღო. კომპანიამ ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაასრულა. ფერმის ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა პერსონალისთვის, ძირითადი ბაგა ძროხებისთვის, რომელიც მოიცავს საწველ და სამშობიარო ბლოკებს, ასევე სახბორე ნაგებობა, 2 ანგარი საკვების შესანახად და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის, სასილოსე ნაგებობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები