რატომ აწყობდათ ბოკერია-გვარამიას სააკაშვილთან საუბრის გასაჯაროება – მამრაძის შეფასება

არ გამოვრიცხავ, ჩანაწერის გავრცელება გვარამიასგან ან გიგა ბოკერიასგან მოდიოდეს, რადგან მათ აწყობთ ეს ამბავი, – ამის შესახებ ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს და სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას აუდიოჩანაწერს აფასებს.
“გაიხსენეთ, რას პასუხობს “ბოევიკებზე“ გვარამია – მიშა, სად მყავს მე “ბოევიკებიო“, გამოვიძინებ და თავში ყველაფერი დამილაგდებაო. ჩანაწერიდან იგრძნობა, რომ გვარამია წელავს დროს. მთავარი მინდა გითხრათ, რომ “რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელი არის მიხეილ სააკაშვილი. ძმები ყარამანიშვილებიდან ერთ-ერთი არის მისი უახლოესი მეგობარი, თუ არ ვცდები, კლასელიც. ორივე მათგანი კარგა ხანია კიევში ცხოვრობს. ის, რომ გვარამიამ მაშინვე აღიარა საუბრის ავთენტურობა, სულაც არ გამოვრიცხავ, ჩანაწერის გავრცელება გვარამიასგან მოდიოდეს ან გიგა ბოკერიასგან, რადგან მათ აწყობთ ეს ამბავი. მათ ვერავინ დაიჭერს, არც ბოკერია და არც გვარამია ისეთს არაფერს ამბობენ, რომელიც დასტური იქნება სააკაშვილის მოწოდებისა, – „დიახ, ჩვენ წავალთ პროცესებზე სისხლისღვრის გზით“, “ დიახ, გამოვიყვანთ “ბოევიკებს“ დ ა.შ. არა, ისინი, ყოველ სიტყვას არჩევენ, ამ მხრივ შეგახსენებთ გვარამიას გამონათქვამებს: “ბოევიკები“ სად მოვძებნო, მიშა?- გვარამიაც და ბოკერიაც ისე ლაპარაკობენ, თითქოს იციან, რომ საუბარი იწერება“, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები