ირაკლი ღარიბაშვილი „ახალ აზერბაიჯანს“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ახალ აზერბაიჯანს“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის წინსვლა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობის განმტკიცებისთვის.
„საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ აზერბაიჯანის მმართველ პარტიას „ახალ აზერბაიჯანს“, ვულოცავ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს. აზერბაიჯანის წინსვლა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობის განმტკიცებისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მჯერა, რომ აზერბაიჯანი ადგას იმ გზას, რომელიც ემსახურება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევას“, – აცხადებს ღარიბაშვილი.