ირაკლი ღარიბაშვილი თურქ ხალხს არჩევნებში “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს არჩევნებში “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” გამარჯვებას ულოცავს.
“თურქეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გულით ვულოცავ “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას”, ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ვულოცავ თურქ ხალხს. მჯერა, რომ ჩვენმა მეგობარმა თურქეთმა ამ არჩევნებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და გააძლიერებს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში”, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.