რამდენი მილიონი აიღო პროკურორის ყოფილმა მოადგილემ სოსო პავლიაშვილისთვის საქმის წარმოების შეწყვეტის სანაცვლოდ

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს სოსო პავლიაშვილს სომხეთში საიდუმლოდ შეხვდა და ქრთამის სახით 2 მილიონი ლარი აიღო,-ამის შესახებ სტატიას წყაროზე დაყრდნობით გაზეთი “პრაიმ-ტაიმი” აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი წერს, ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმე მიჩქმალა, ლაშა ნაცვლიშვილია.
“საქმე ეხება კორუფციულ გარიგებებსა და საკმაოდ დიდ ფულს, რომელსაც ნაცვლიშვილი საქმეების ჩასაფარცხად იღებდა”,- წერია სტატიაში. ერთ- ერთი ასეთი ნაცვლიშვილის მიერ ჩაფარცხული საქმე ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობას ეხება, რომლის მკვლელობის დამკვეთადაც სოსო პავლიაშვილი სახელდებოდა.
ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ გამოძიების პროცესში ლაშა ნაცვლიშვილი ერთ – ერთ ქვეყანაში, სავარაუდოდ, სომხეთში პირადად შეხვდა სოსო პავლიაშვილს და მის წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი ფული მოითხოვა. საუბარია 2 მილიონზე. ამავე წყაროს ცნობით, პავლიაშვილი ნაცვლიშვილის შეთავაზებას დათანხმდა, 2 მილიონი აიღო და სწორედ ამის შემდეგ შეაცვლევინეს ჩვენება ვახტანგ ჩხაპელიას, რომელიც სოსო პავლიაშვილის სიძეა (დის ქმარი). ჩხაპელია სოსო პავლიაშვილს ადუაშვილის მკვლელობის დაკვეთაში სდებდა ბრალს.
გარიგების მიხედვით ჩხაპელიას უნდა ეთქვა, რომ პროკურატურაში პირველი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. ამასთანავე, ნაცვლიშვილმა საკუთარ თავზე აიღო, რომ ზეწოლის ფაქტს არავინ გამოიძიებდა. დღემდე უცნობია რატომ შეცვალა ჩვენება პავლიაშვილის სიძემ. აღნიშნულ საქმეზე სასჯელს მომღერალ სოსო პავლიაშვილის სიძე (დის ქმარი) იხდის , თუმცა კვლავ ღიად რჩება კითხვა – ვინ დაუკვეთა მკვლელობა.
გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობის უკან რუსული ესტრადის ქართველი მომრერალი სოსო პავლიაშვილი დგას. ანტონ ადუაშვილის დედა, ნანა ეფრემიძე ამბობს, რომ პავლიაშვილიდა მისი შვილი ბავშობიდან მეგობრობდნენ და საერთო ბიზნესიც აკავშირებდათ. ურთიერთობა კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადუაშვილმა თავისი წილის გამოყოფა მოინდომა.
“წყალი არ გაუვა, რომ ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში თავი და თავი სოსო პავლიაშვილია”,-განაცხადა გამოცემასთან საუბრისას მოკლულის დედამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები