რაგბისტები სპეციალური ოპერაციების ძალებში (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

საქართველოს 20 წლამდე რაგბის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება სპეციალური ოპერაციების ძალებში კარანტინის გავლით დაიწყო.

ახალგაზრდა მორაგბეებმა სამ დღიანი მენტალური კურსი სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, მუხროვანის ბაზაზე გაიარეს. სწავლებაში სხვადასხვა სარაგბო კლუბების 46 ახალგაზრდა მოთამაშე იყო ჩართული. ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამძლეობის წვრთნებს სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. სწავლების განმავლობაში დავალებებთან ერთად ამინდიც რთულდებოდა.
“აქ იყვნენ ორი სხვადასხვა თაობის რაგბისტები, რომელთაც ერთად არ უთამაშიათ და მსგავს გარემოში არასდროს მოხვედრილან. პირველ დღეს დაფანტულები იყვნენ და ერთმანეთთან ვერ წაუვიდათ მუშაობა. მეორე დღიდან გუნდი მაგრად შეიკრა და ყველა მიხვდა, რომ თუ აქ ერთმანეთისთვის არ იმუშავებენ საერთო საქმე არ აეწყობა. ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს რაგბის მოედანზეც, არც ერთი მოთამაშე არ არის გუნდზე მნიშვნელოვანი. ეს შეკრება და ამ სახის წვრთნა გაძლევს იმის კარგად გააზრების შანს, რომ დაღლილობის ზღვარი არ არსებობს. ეს ორი რამ ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაგბის მოედანზე და განსაკუთრების იმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სადაც ჩვენ მივემგზავრებით“ – განაცხადა 20 წლამდე ნაკრების მწვრთნელმა ლადო კინასონიამ.
სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდა მორაგბეებმა საკაცეებითა და ტყვია-წამლით სავსე ყუთებით 7 და 12 კილომეტრიანი მარში განახორციელეს. კომპლექსურ ვარჯიშებთან ერთად მორაგბეებს წინაღობათა ბილიკის გადალახვა, მორების და ტომრების თავზევით გადაკიდება, 15 კგ-იანი ტომრების სროლა, წყლით სავსე 200 ლიტრიანი ტევადობის კასრებისა და საბურავების გორაობა უხდებოდათ. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ვარჯიშების გარდა მოთამაშეებმა პირველადი სამედიცინო დახმარების მცირე კურსი გაიარეს. ასევე გაეცნენ ავტომატური შაშხანა „აკ-74“-ის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს. ღამის განმავლობაში რაგბისტებისთვის მოულოდნელად ეწყობოდა განგაშით ადგომა და აღჭურვილობით მოწყობა.
მენტალური კურსი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის შეიარაღებულ ძალებში უკვე მეორედ იმართება. ღონისძიება საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

17017_1082017861830955_3861781733760368225_n 10003907_1082018448497563_9058334889176512007_n 10155943_1082017755164299_3402829237503140281_n 10422275_1082017938497614_3145242836137557138_n 11233178_1082018295164245_2908001205183973378_n 12065633_1082017945164280_8030195115205652594_n 12065697_1082017841830957_6203387889928418404_n 12115463_1082017815164293_1437291421548678511_n 12122605_1082018061830935_636533655576110040_n 12187736_1082018141830927_1375260163648050234_n 12187810_1082018045164270_4556730588442476125_n 12189121_1082018101830931_5095479467350384999_n 12189161_1082018415164233_7930792580652577965_n 12189846_1082018298497578_3390535923026848272_n 12189862_1082017751830966_1737176872739308736_n 12190013_1082017838497624_7184481997974185096_n 12190887_1082017985164276_2279065908865197761_n 12190914_1082018365164238_5173538324199688637_n 12191556_1082018161830925_8304011448384473850_n 12191709_1082018301830911_728070453309349691_n 12191794_1082018145164260_6640169726221019537_n 12191957_1082018235164251_2410502974897012973_n 12193605_1082018071830934_7613379126713234801_n 12193786_1082018381830903_1727801998406482523_n 12195765_1082017731830968_1861722265906986425_n 12195914_1082018228497585_6415060856727900973_n 12195969_1082017951830946_1837792718199209715_n 12195992_1082018371830904_1702455647997171800_n 12196340_1082018241830917_6294829910014669782_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები