ეროვნულ ბიბლიოთეკაში ”დავით სარაჯიშვილის დარბაზი” გაიხსნება

   ეროვნული ბიბლიოთეკა კომპანია ” სარაჯიშვილთან” მემორანდუმს გააფორმებს. მის ფარგლებში კომპანია ”სარაჯიშვილი” ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდის განყოფილების ფართს გაარემონტებს, სადაც შეიქმნება ”დავით სარაჯიშვილის დარბაზი”. მემორანდუმი გაფორმდება ხვალ, 11 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე დავით სარაჯიშვილმა ,ანდერძის თანახმად, ყველაზე დიდი თანხა სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოუყო. კომპანია ”სარაჯიშვილი” სწორედ ამ საზოგადოების სახელობის დარბაზის ფართს გაარემონტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები