პაატა ქურდაძის ”მარადიული სტუმრების” ჩვენება და დისკუსია

      ხვალ, 18 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მწერალ პაატა ქურდაძესთან შეხვედრა და მისი დოკუმენტური ფილმის ”მარადიული სტუმრების” (26 წუთი. 2014 წ.) ჩვენება გაიმართება.
ფილმში საუბარია ჩვენი საზოგადოების ინტერესის დაბალი ხარისხის შესახებ იმ თანამემამულეთა ისტორიის მიმართ, რომელთაც ეროვნულ უმცირესობებს ვუწოდებთ, მაგრამ მაინც სტუმრებად ვთვლით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუკუნეებია ჩვენს მიწაზე ცხოვრობენ. ფილმში, პარალელის გავლების მიზნით, მოთხრობილია საფრანგეთში ემიგრაციის ისტორიის რამდენიმე ეპიზოდი. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც ავტორთან ერთად მონაწილეობენ ისტორიკოსები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები. დასწრება თავისუფალია.
პაატა ქურდაძე – ბლოგერი, მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი. 80-იანელთა თაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი, რომელმაც თავის დროზე ანდეგრაუდის, “რეაქტიული კლუბის” ისტორიაში საინტერესო ფურცლები ჩაწერა, ხოლო 21-ე საუკუნეში, ბლოგების ეპოქაში (უკვე უცხოეთიდან) ქართულ სიტყვას პოლიტიკური აქტუალობა, პუბლიცისტური სიმახვილე და აშკარად რაფინირებული, ირონიული ჭედურობა შესძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები