კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის კამერული მუსიკის კონცერტი
25 მარტს, 18 საათზე, ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, „თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი“ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის კამერული მუსიკის კონცერტს წარმოადგენს. კონცერტზე ყველა ნაწარმოები პირველად სრულდება. ესენია: სონატა N 3 ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, 5 პრელუდი ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, სიმებიანი კვინტეტი, საფორტეპიანო პიესები, ვოკალური ციკლი ტარიელ ჭანტურიას ლექსებზე და პიესები საფორტეპიანო კვარტეტისათვის.
კონცერტში მონაწილეობენ: თეიმურაზ გუგუშვილი (საქ, სახ. არტისტი), გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო), თამარ ბულია (ვიოლინო), ირაკლი ჯაფარიძე (ალტი), გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), თორნიკე გეწაძე (ჩელო), თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), ჰაიკ ბაბაიანი (ჩელო), ნათია აზარაშვილი (ფორტეპიანო).
ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, საბალეტო, კამერულ-ინსტრუმენტული, ვოკალური, მიუზიკლი, საესტრადო, მუსიკა თეატრისა და კინოსათვის და სხვ. ვაჟა აზარაშვილი იმ ქართველ კომპოზიტორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მიერ შექმნილი მუსიკაც დროს უძლებს.